Робота для біженців з України
ტექნიკური ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ოპერატორი
მომწოდებელი: Georgian AirLink
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია Georgian AirLink აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა / ძირითადი მოვალეობები:

სატელეფონო კომუნიკაციის გზით, არსებული ხარვეზების/პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება და აბონენტების დახმარება მათ აღმოფხვრაში

მოთხოვნები:

** გააჩნდეს კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემების და ქსელების საფუძვლიანი ცოდნა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე,
** პუნქტუალური;
** ენერგიული;
** ყურადღებიანი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ცვლებში მუშაობა - დღის ცვლების გარდა, დასაქმებულმა თვის მანძილზე 4-ჯერ უნდა იმუშაოს ღამის ცვლაში, 22:00-დან 10:00-მდე;
სტაჟირების პერიოდი: (ანაზღაურებადი);
ანაზღაურება: 700- 1000 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@airlink.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე