Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=675049&print=yes&view=jobs
 
მაღაზიის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის კონსულტანტი
მომწოდებელი: Nabuna
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
კომპანია NABUNA არის საცალო და საბითუმო მოვაჭრე, რომელიც სპეციალიზდება დეკორაციებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებში. ბრენდი აერთიანებს ხარისხს, გემოვნებასა და ინტერიერისადმი უნიკალურ ხედვას.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/NabunaOfficial/

კომპანია NABUNA აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც უყვარს ესთეტიკა, დეტალები და ადამიანებთან ურთიერთობა.

კონსულტანტის როლი NABUNA-ში გულისხმობს მომხმარებელთან თბილ კომუნიკაციას, პროდუქტის სწორად შეთავაზებას და მაღაზიის ვიზუალური სტანდარტების დაცვას.

ადგილმდებარეობა: თბილისი / ლილო მოლი
გრაფიკი: კვირაში 6 დღე (08:30 - 16:30)
ანაზღაურება: 1400ლ + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია და საჭიროების გაგება — გემოვნებისა და სტილის გათვალისწინებით;
** პროდუქტის შეთავაზება და რეკომენდაცია NABUNA-ს სტანდარტით;
** მაღაზიაში წარმოდგენილი დეკორაციების სწორად განლაგება და ვიზუალური წესრიგის შენარჩუნება;
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა — მომხმარებლის მიღებიდან სალარომდე;
** დარბაზში თაროებზე პროდუქციის სტანდარტის მიხედვით განლაგება.
** მაღაზიის სისუფთავესა და ესთეტიკურ გარემოზე ზრუნვა;
** საჭიროების შემთხვევაში დახმარება პროდუქციის მიღება/დაწყობის პროცესში;
** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და NABUNA-ს საერთო სტილის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასიამოვნო კომუნიკაცია და მომხმარებელთან ურთიერთობის ნიჭი;
** პასუხისმგებლობა და მოწესრიგებულობა სამუშაო პროცესში;
** ყურადღება დეტალებისადმი;
** გუნდურ მუშაობაში ჩართულობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: info.nabuna@gmail.com ან დაგვიკავშირდით კომპანიის Facebook/Instagram გვერდზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია