დასახელება:
ავტომზიდის მძღოლი
|
მომწოდებელი:
დანიგი სპედიტიონი
|
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
|
"დანიგი სპედიტიონი" არის წამყვანი ლოგისტიკური კომპანია საქართველოში, რომელიც 2010 წლიდან წარმატებით ახორციელებს როგორც ავტომობილების, ისე ზოგადი ტვირთების გადაზიდვებს ევროპის, კავკასიისა და აზიის მიმართულებით. ჩვენი ავტოპარკი შედგება 70 - ზე მეტი ავტომზიდისა და 30 - ზე მეტი ტენტი/მაცივარი სატვირთოებისაგან, ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი და სერტიფიცირებული პროფესიონალებით, რაც საშუალებას გვაძლევს მოვემსახუროთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარს და დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები.
ამჟამად კომპანია "დანიგი სპედიტიონი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე საერთაშორისო ავტო გადაზიდვების მიმართულებით.
ანაზღაურება: 2500€-3000€ (დამატებითი ბონუსები შესრულებული სამუშაოს მიხედვით)
მოვალეობები:
** ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვა განსაზღვრულ მარშრუტებზე
** სატრანსპორტო დოკუმენტაციის მართვა
** სატვირთო ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი
** საგზაო წესების და სატრანსპორტო რეგულაციების დაცვა
მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა C და E კატეგორია
** მძღოლის ტაქოგრაფის ბარათი (DIGITAL)
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი ავტომზიდზე
** კოდი95 (მძღოლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი ბარათი) სასურველია
** პასუხისმგებლობა და დისციპლინა
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება
** დამატებითი ბონუსები შესრულებული სამუშაოს მიხედვით
** ტექნიკურად გამართული ავტოპარკი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ 568 666 777 ან გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: info@danigi.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
|
|
|
|