"მეგატექნიკა" უკვე 29 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. "მეგატექნიკას" ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.
"მეგატექნიკა" ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Electrolux, Simfer, Philips, Delonghi, Kenwood, Braun, Acer და სხვა.
პოზიციის დასახელება: შერჩევის სპეციალისტი. (HR რეკრუტერი)
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი N140
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვებ გვერდი: https://www.megatechnica.ge/ge
ფუნქცია-მოვალეობები:
** რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა;
** თანამშრომლებისთვის სამუშაო აღწერილობების მომზადება და საჭიროებისამებრ მათი განახლება
** ვაკანსიების განცხადებების მომზადება და განთავსება
** კანდიდატების მოძიება მოზიდვა მრავალფეროვანი არხების გამოყენებით
** კანდიდატების შერჩევის ყველა ეტაპის მართვა გადარჩევა, ინტერვიუირება, უკუკავშირი;
** ახალი თანამშრომლის ადაპტაციის სრული პროცესის მართვა.
** ორგანიზაციულ კულტურაზე/გარემოზე მუდმივი ზრუნვა;
** გადინების და რეკრუტინგის რეპორტის მომზადება ყოველთვიურად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** აღნიშნულ სფეროში 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@megatechnica.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "შერჩევის სპეციალისტი".
მეგატექნიკა მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს!
|