დასახელება:
სტაჟირება მშენებლობის ზედამხედველობის მიმართულებით
|
მომწოდებელი:
m²
|
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
"m²" უკვე 18 წელია, საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი კომპანია m²-ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m²-ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს სტაჟირებას მშენებლობის ზედამხედველობის მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
** მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და მოცულობის შეფასებაში ჩართულობა;
** მშენებლობის პროგრესის შესახებ ანგარიშგების მომზადებაში ჩართულობა; შესრულების ვადების შედარება მშენებლობის დადგენილ გრაფიკთან;
** მშენებლობის/რემონტის კლიენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
** უმაღლესი განათლება (ან სამშენებლო ინჟინერიის სტუდენტი);
** აუცილებელია AutoCad; ArchiCad პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარებისა და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
** MS Office;
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ, 15 ნოემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|