დასახელება:
ტექნიკური ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
Nugios Systems
|
გამოქვეყნდა: 17 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
|
საერთაშორისო Software კომპანია "Nugios Systems" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური
ანალიტიკოსის (Technical Analyst) პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ოფისი (თბილისი, საქართველო)
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00
** ტიპი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
** IT სისტემებისა და ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და ანალიზი.
** ტექნიკური პრობლემების აღმოჩენა და აღმოფხვრა (პროგრამული, აპარატურული, ქსელური).
** აპლიკაციების განთავსების, განახლებისა და ტექნიკური მოვლის მხარდაჭერა.
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და სახელმძღვანელოების მომზადება.
** ბიზნეს მომხმარებლებთან თანამშრომლობა სისტემური მოთხოვნების დაზუსტებისთვის.
** უსაფრთხოების და შესაბამისობის სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები:
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს კომპიუტერული მეცნიერების ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით განათლება, მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება IT ანალიტიკის, სისტემური ადმინისტრირების ან ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით. აუცილებელია ტექნიკური აზროვნება, ანალიტიკური უნარები და გუნდური მუშაობის უნარი.
** სისტემური არქიტექტურების და მონაცემთა ნაკადების გაგება.
** SQL-ის, API-ებისა და cloud გარემოს (AWS, Azure ან Google Cloud) საბაზისო ცოდნა.
** პრობლემების ანალიზის და გადაჭრის უნარი.
** კომუნიკაციის მაღალი დონე ქართულ და ინგლისურ ენაზე.
ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ns@nugios.com. ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
კომპანია გთავაზობთ გუნდურ და შემოქმედებით სამუშაო გარემოს, სადაც ფასდება ინოვაცია, უწყვეტი განვითარება და პროცესების გაუმჯობესება.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე: https://nugios.com/
გისურვებთ წარმატებას!
შეტყობინება: "ნუგიოს სისტემსი" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ნუგიოს სისტემსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი შესაბამისი ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, კომპანიამ შესაძლოა, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ნუგიოს სისტემს" მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება;
"ნუგიოს სისტემს" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ნუგიოს სისტემში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ნუგიოს სისტემში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
|
|
|
|