დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბლოქსი
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
დეველოპერული კომპანია "ბლოქსისთვის" ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია "ბლოქსი" (blox.ge) საქართველოში 2016 წლიდან მუშაობს უძრავი ქონების განვითარების ბაზარზე, ქმნის ახალ, კომფორტულ ცხოვრების სტანდარტებსა და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საცხოვრებელი ფართების მშენებლობას.
"ბლოქსი ორთაჭალა" თანამედროვე ევროპული სტანდარტების მქონე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ორთაჭალაში, შალვა დავითაშილის 21 ნომერში მდებარეობს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბლოქსი ორთაჭალას გაყიდვების ოფისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, არაუმეტეს კვირაში 40 საათისა, (ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00, შაბათი: 10:00-15:00 საათი, შესვენება ერთი საათი)
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კუთვნილი საცხოვრებელი, კომერციული ფართების რეალიზაცია;
** პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა-ჩატარება, სხვადასხვა საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოება;
** შეთავაზებების და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
** კლიენტთა ბაზის მუდმივი განახლება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
** უძრავი ქონების ბაზრის სპეციფიკის ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსულის ცოდნა;
** MS Office ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე info@blox.ge არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|