დასახელება:
შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
დეველოპმენტ კომპანია
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
დეველოპმენტ კომპანია ეძებს შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს.
ძირითადი მოვალეობები:
** დეპარტამენტის სამუშაო პროცესის კოორდინაცია, სამუშაოს დაგეგმვა, დეპარტამენტის მუშაობისთვის საჭირო პროცესების, ხერხების და მეთოდების ჩამოყალიბება;
** შესყიდვების პოლიტიკის და პროცედურების ჩამოყალიბება;
** შესყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლების მუშაობის კოორდინირება;
** შესყიდვების დეპარტამენტის ურთიერთობის კოორდინაცია სხვა დეპარტამენტებთან;
** შესყიდვებთან დაკავშირებული ტექნიკური, კომერციული და იურიდიული ასპექტების განხილვა პროექტის მთელი ციკლის განმავლობაში;
** პროექტების დეტალური შესყიდვების გეგმისა და მომარაგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, შესყიდვებისთვის, მომარაგებისთვის საჭირო სახსრების არსებობის განსაზღვრა სხვა დეპარტამენტებთან ერთად;
** შესყიდვებისა და მიწოდების სრული ციკლის დაგეგმვა და მართვა, საჭიროების შემთხვევაში, ბაზრის კვლევა და კვლევის შედეგების ანალიზი;
** დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მომზადებული სატენდერო დოკუმენტაციის შემოწმება; ტენდერის პროცედურების კოორდინაცია;
** დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მომზადებულ შეფასების ანგარიშების და ოქმების შემოწმება; ამგვარი ოქმების მომზადება საჭიროებისამებრ;
** საკონტრაქტო მოლაპარაკებებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
** შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადების და წარდგენის უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ;
** საწყობის მიმართულების ხელმძღვანელის მართვა;
** საწყობის მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება/დანერგვა/მართვა;
** სასაწყობე განლაგების სწორად დაგეგმარება და მონიტორინგი;
** საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების მიღება-გაცემის, ნაშთების სისწორის უზრუნველყოფისათვის საჭირო პროცედურების განსაზღვრა საწყობის ხელმძღვანელთან ერთად;
** პერიოდული ინვენტარიზაციის პროცესის გამართვა და უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან დაახლოებულ სფეროში;
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით, აქედან მინიმუმ 2 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს გამოცდილება დეველოპმენტში, სამშენებლო ან ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვებში;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა, როგორც ზეპირი, ასევე წერითი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ძლიერი ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.infodesk1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|