დასახელება:
უმცროსი იურისტი
|
მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
** ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
** იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სამართალში გამოცდილებას;
** ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
ძირითადი ფუნქციები:
** კომპანიის საჭიროებებზე იურიდიული კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი დასკვნების მომზადებაში ჩართულობა;
** ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ხელშეკრულებების მომზადებაში ჩართულობა;
** კომპანიის იურისტის ასისტირება;
** დასაქმებულის სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, არქივის მიზნებისათვის დადგენილი წესით შენახვა.
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** ობიექტურობა და პრინციპულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 16.11.2025-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|