დასახელება:
უფროსი იურისტი
|
მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით;
** სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
** ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
** იურიდიული პრაქტიკის 3-5 წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სამართალში გამოცდილებას;
** ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
ძირითადი ფუნქციები:
** იურიდიული კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
** ხელშეკრულებებისა და სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა და ანალიზი;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** ორგანიზაციის წარმომადგენლობა სასამართლოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვადასხვა დაწესებულებებთან;
** ორგანიზაციის სამუშაო საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობის მიღების კონტროლი, შესაბამისი პირების ინფორმირება და სათანადო ღონისძიებების გატარება;
** იურიდიული ხასიათის და სამართლებრივი დატვირთვის სხვადასხვა დოკუმენტის (მიღება-ჩაბარების აქტები, ოქმები და სხვ.) შედგენა, განხილვა, ანალიზი და განახლება მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
** სამართლებრივი რისკების შეფასება და მართვა.
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** ობიექტურობა და პრინციპულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 16.11.2025-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|