დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ალიანს ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
"ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, ბათუმში
ვეძებთ მონდომებულ, მიზანსწაფულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიკურ გუნდს.
კომპანიის შესახებ
"ალიანს ჯგუფი" წარმოადგენს საქართველოს წამყვან სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას, რომელიც ცნობილია ინოვაციური პროექტებითა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით. კომპანია თანამშრომლობს გლობალურ ბრენდებთან და ქმნის მრავალფუნქციურ კომპლექსებს, რომლებიც აერთიანებენ საცხოვრებელ, კომერციულ და სასტუმრო სივრცეებს.
ლოკაცია: ბათუმი
მის: მარჯანიშვილის ქ. #6
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) აღრიცხვა პროგრამა ORIS-ში, შენახვა და დაარქივება;
** მიღებული და გაცემული ზედნადებების/ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორებთან შედარება და შესაბამისი აქტების მომზადება;
** მთავარი ბუღალტრის მიერ ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტრის მიმართულებით;
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სამშენებლო სექტორში);
** საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, მოგების გადასახადი) შევსების გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ფლობა, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროგრამა ORIS-ის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** უნიკალური, მულტიფუნქციური პროექტების ირგვლივ მუშაობის შესაძლებლობას;
** გამორჩეულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიქსირებულ ხელფასს, საწყის ეტაპზე 2000 ლარი
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.
რეზიუმეების მიღების ვადა: 2025 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით
გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე: hr@alliance.ge
სათაურში მიუთითეთ: ბუღალტერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება
შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|