დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
საათების მაღაზიათა ქსელი GMT
|
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
|
გიყვარს საათები და კომუნიკაცია ადამიანებთან? მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა!
საათების მაღაზიათა ქსელი "GMT" ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების კონსულტანტს ჩვენს მაღაზიაში
მისამართი: თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** დინამიკურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
** ფიქსირებულ ხელფასს + საბონუსე სისტემას, რომელიც შეგიძლია თავადაც ნახო ფინანსურ პროგრამაში
** სამუშაო გრაფიკს — ყოველ მეორე დღეს 10:00-22:00 (თვეში 15 დღე)
** თიბისის ჯანმრთელობის დაზღვევას
რას გააკეთებ:
** მომხმარებლებს გაუწევ მაღალსტანდარტულ მომსახურებას
** იზრუნებ, რომ პროდუქცია ყოველთვის მოწესრიგებული და მიმზიდველად განლაგებული იყოს
** გადაამოწმებ ფასებს და საჭიროების შემთხვევაში გაასწორებ პროგრამულ მონაცემებთან
** გაყიდვისას შეავსებ საგარანტიო ტალონს და აუხსნი პირობებს მომხმარებელს
რას ველით შენგან:
** გამართული ქართულით მეტყველება
** რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონე
** ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობა
თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა — გამოგვიგზავნე შენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: info@gmt4.ge
|
|
|
|