Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=674658&print=yes&view=jobs
 
მარკეტოლოგი/კონტენტის შემქმნელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტოლოგი/კონტენტის შემქმნელი
მომწოდებელი: კასატრეიდი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
"კასატრეიდი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მეიქერის თანამდებობაზე.

კომპანია ლიდერია GPS მონიტორინგის, პარკინგის მართვისა და გადახდის სისტემების სფეროში. ჩვენ ვქმნით სმარტ გადაწყვეტილებებს კერძო, ფინანსურ, სატრანსპორტო და სამთავრობო სექტორისთვის — და ახლა გვინდა ჩვენს გუნდში შემოვიყვანოთ კრეატიული ადამიანი, ვინც იდეებს რეალობად აქცევს.

თუ შენ:

** აზროვნებ კრეატიულად და გიყვარს ვიდეო და ფოტოკონტენტზე მუშაობა
** გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კონტენტის შექმნაში ან ციფრულ მარკეტინგში
** კარგად იცი, როგორ მუშაობს Facebook Ads Manager და შეგიძლია სწორად ააწყო კამპანიები — სწორი სეგმენტაცია, ბიუჯეტი და შედეგებზე ორიენტირებული რეკლამა
** იცი, როგორ გაზარდო reach, engagement
** იცნობ ბაზრის ტენდენციებს და ყოველთვის იცი რა მუშაობს დღეს

რას გააკეთებ ჩვენთან:

** გადაიღებ და დაამონტაჟებ ვიდეოებს (რილსები, სთორები, ინტერვიუები)
** მოამზადებ ფოტოკონტენტს
** შეიმუშავებ და მართავ კონტენტ-გეგმას
** აწარმოებ რეკლამებს Facebook Ads Manager-ში (ტესტირება, აუდიტორია, შედეგები)
** იზრუნებ ბრენდის ვიზუალურ სტილზე
** იმუშავებ გუნდთან ერთად, მოიფიქრებ ახალ იდეებს და ჩაერთვები გადაღებებში

რა გელოდება ჩვენთან:

** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და შედეგების მიხედვით
** განვითარების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა
** ინოვაციურ და მეგობრულ გუნდთან მუშაობა
** საინტერესო პროექტები

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19:00

გამოგვიგზავნე შენი CV და პორტფოლიო: job@casatrade.ge

Subject: "კონტენტ მეიქერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია