Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=674650&print=yes&view=jobs
 
დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სასტუმრო ეპიზოდი
გამოქვეყნდა: 16 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 16 ნოემბერი
"Episode Hotels" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ?

"Episode Hotels"-ში ჩვენ ვახდენთ რევოლუციას სტუმართმოყვარეობის სფეროში, რომელიც აერთიანებს დიზაინსა და ტექნოლოგიას. ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ შეასრულონ თითქმის ყველა ოპერაცია იმ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დახმარებით, რომლებიც დანერგილია "Episode"-ში. ტექნოლოგიური ინოვაციები ჩვენთვის კომფორტის წყაროა და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც შეძლებენ გულწრფელად გაიზიარონ ჩვენი ხედვა.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო 2 დასვენების დღე)
ბენეფიტები: კვება / დაზღვევა/ზეგანაკვეთური ანაზღაურება/სასტუმროს ყველა სერვისზე ფასდაკლება

ფუნქციები და მოვალეობები:

** სასტუმრო ნომრებისა და საერთო სივრცეების სისუფთავის ხარისხის კონტროლი;
** დასუფთავების სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობა;
** დიასახლისების სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების განაწილება;
** დაკარგული და ნაპოვნი ნივთების აღრიცხვა და უსაფრთხო შენახვა;
** ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი სამსახურის ინფორმირება;
** გენერალური დასუფთავების დაგეგმვაში და შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა;
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციაში და ტრენინგებში დახმარება;
** პოზიტიური და პროდუქტიული სამუშაო გარემოს მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება დასუფთავების, ან სასტუმრო ინდუსტრიაში სუპერვაიზერის პოზიციაზე;
** დასუფთავების სტანდარტების და ჰიგიენის ნორმების ცოდნა;
** კარგი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** სასურველია PMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება და საბაზისო ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@episodehotels.com და სათაურის ველში მიუთითონ " დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერი"

ყველა შერჩეული კანდიდატი გაივლის ტრენინგს სამუშაოს დაწყებამდე.

რეზიუმეების განხილვის შედეგად კონტაქტი განხორციელდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატები შეირჩევა საკონკურსო გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ თქვენს მონაცემებს ვაკანსიის ფარგლებში გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ ეთანხმებით შპს "Episode Hotels"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თუმცა, თქვენი რეზიუმე შეიძლება განიხილებოდეს სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე და ინახება 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია