დასახელება:
პრეზიდენტის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
CIPRF
|
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
"საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პრეზიდენტის ასისტენტის პოზიციაზე.
საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი/The Center for International Politics Research and Forecasting (CIPRF) - სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც 2019 წლიდან მოქმედებს თბილისში. ცენტრის მისიაა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების მეცნიერული კვლევა, კვლევის შედეგების გავრცელება და გლობალური პროცესების პროგნოზირება.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ, პუნქტუალურ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ინგლისურის ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა მინიმუმ C1 დონეზე, ფლობენ როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევებს და ინტერესდებიან სამეცნიერო თემატიკით. კანდიდატმა უნდა გამოავლინოს მზადყოფნა ეფექტურად იმუშაოს ცენტრის პრეზიდენტის ასისტენტის პოზიციაზე 6-12 თვის განმავლობაში და, კარიერული განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით, მომავალში დაიკავოს უფრო მაღალი პოზიცია ორგანიზაციის შიგნით.
ასისტენტის ძირითადი მოვალეობებია ცენტრის პრეზიდენტს დაეხმაროს საქმიანობაში და დროულად/ხარისხიანად შეასრულოს მისგან მიღებული დავალებები. უფრო კონკრეტულად, ასისტენტს მოუწევს მუშაობა შემდეგ საქმეებზე:
** ცენტრის პრეზიდენტის ყოველდღიური საქმიანობისა და კალენდრის მართვა;
** ცენტრის ღონისძიებების ორგანიზება და მართვა;
** ცენტრის სამუშაო პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;
** ცენტრის შეხვედრების ორგანიზება და რეზიუმირება;
** ცენტრის მკვლევართა ჯგუფისთვის დახმარების გაწევა;
** ცენტრის სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება;
** სხვადასხვა თემებზე მასალების მოძიება, კვლევა, ანალიზი, სინთეზირება და რეზიუმირება;
** ცენტრის აკადემიური გამოცემების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** ცენტრის პრეზიდენტის სხვადასხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1 კვარტ, 13-ე კორპუსი (მეტრო დელისის მიმდებარედ).
სამუშაო გრაფიკი: სრული ან არასრული განაკვეთი (კვირაში მინიმუმ 25 სთ). უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც შეძლებენ სრული განაკვეთით მუშაობას.
ანაზღაურება: 500-დან 1500 ლარამდე. ზუსტი ანაზღაურება დამოკიდებულია ასისტენტის კომპეტენციებზე, სამუშაო გრაფიკზე, გამოცდილებასა და მის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: hr@ciprf.ge და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ "სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრეზიდენტის ასისტენტი".
|
|
|
|