დასახელება:
სტენდის გაყიდვების მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ფიზი
|
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
კომპანია "ფიზი" აცხადებს ვაკანსიას სტენდის გაყიდვების მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
დამსაქმებლის შესახებ:
ქართული ბრენდი, რომელიც 2021 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს წყლის კარბონაციის აპარატებსა და გამორჩეულ უალკოჰოლო სასმელებს, ეძებს გუნდის ახალ წევრს!
მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/fizzzy.georgia
თუ გიყვარს კომუნიკაცია ადამიანებთან, ხარ ენერგიული, ორგანიზებული და გსურს გაყიდვებში გამოცდილების მიღება - ეს ვაკანსია შენთვისაა!
ვაკანსიის დეტალები:
** გრაფიკი: კვირაში 3-4 დღე (ცვლების მიხედვით, დღეების შეთანხმებით), 10:00-22:00
** ანაზღაურება: 750 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** მარაგების კონტროლი, პროდუქციის მიღება და სარეალიზაციოდ განთავსება;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** სტენდის სისუფთავეზე ზრუნვა;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება;
** გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
** პუნქტუალურობა;
** ინგლისური ენის კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;
** ორგანიზებულობა.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მეილზე: contact@fizzy.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 511 13 24 37
|
|
|
|