დასახელება:
გაყიდვების წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
Caffe Molinari
|
გამოქვეყნდა: 15 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
გახდი "Caffe Molinari"-ს გაყიდვების წარმომადგენელი!
კომპანია "ბაგრო ჯორჯია", იტალიური პრემიუმ ყავის ბრენდის, Caffe Molinari-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი, ეძებს გაყიდვების პროფესიონალს, რომელსაც სურს, ჩვენთან ერთად განავითაროს ბრენდი და შექმნას წარმატების ისტორია.
თუ ხარ FMCG გაყიდვებში გამოცდილი, გიყვარს გამოწვევები და შეგიძლია ნებისმიერ კომპანიას დაუმტკიცო, რატომ უნდა აირჩიოს პრემიუმ ხარისხის ყავა, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!
რას ველით შენგან?
** იპოვო ახალი პარტნიორები - ოფისები, მარკეტები, დრაივები;
** ააწყო და გამართო გაყიდვების ქსელი ნულიდან;
** წარადგინო Caffe Molinari-ს პროდუქცია და დაამყარო გრძელვადიანი ურთიერთობები.
შენ იდეალური კანდიდატი ხარ, თუ:
** გაქვს FMCG გაყიდვების გამოცდილება (ეს აუცილებელია!);
** გყავს საკუთარი ავტომობილი (საწვავს და იჯარას ჩვენ ვფარავთ);
** ხარ კომუნიკაბელური, შედეგზე ორიენტირებული და შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა;
** ბონუს ქულები: თუ ყავის სფეროში მუშაობის გამოცდილებაც გაქვს.
რას გთავაზობთ ჩვენ?
** შენზე მორგებულ ანაზღაურებას: მზად ვართ, განვიხილოთ როგორც ფიქსირებული ხელფასი + მაღალი ბონუსი, ასევე პირდაპირი პარტნიორობა და მოგების წილი. შენი შემოსავალი შენს შედეგებზე იქნება დამოკიდებული!
** თავისუფალ გრაფიკს: მთავარია შედეგი, დროს თავად მართავ.
** ყველა საჭირო რესურსს: ავტომობილის ხარჯების სრულ დაფარვას და პროფესიულ თავისუფლებას.
როგორ შემოგვიერთდე?
გამოგვიგზავნე CV მისამართზე: info@bagrogeorgia.ge და სათაურის ველში (Subject) ჩაწერე "გაყიდვების წარმომადგენელი".
ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი, 2025 წ.
კითხვები გაქვს? დაგვირეკე: 599 11 55 19.
ველოდებით შენს რეზიუმეს!
|
|
|
|