Робота для біженців з України
მაორგანიზებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაორგანიზებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 14 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 14 ნოემბერი
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოირჩევიან კეთილსინდისიერებით, ორგანიზებულობითა და განვითარებისაკენ სწრაფვით.

ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას, იმუშაოთ გუნდში, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, ცოდნის გაზიარებასა და უწყვეტ პროგრესზე.

თუ, გსურს გახდე წარმატებული გუნდის ნაწილი და განავითარო შენი ლიდერული უნარები- შემოგვიერთდი!

"ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (SCM GROUP, HOLZ-HER, GLOBAL PRESS). საწარმო განლაგებულია 3, 500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DUPONT`S CORIAN®, ნეოლითი - ThESIZE`S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).

ლაზიერს მასშტაბური პროექტები აქვს შესრულებული, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and spa, Bioli Wellness Resort; Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport; in Vitro; Terminal, Tbc Bank და სხვა.

ლაზიერის შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/2ee8smde

ფუნქცია-მოვალეობა:

** უზრუნველყოფს კომპანიის მაორგანიზებელი სტრუქტურის ფორმირებას;
** მუდმივად უზრუნველყოს მაორგანიზებელ სტრუქტურაში ცვლილებებისა და დამატებების ასახვა;
** კომპანიაში ბიზნეს პროცესების დანერგვა/განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის სამუშაო პროცესების (Standard Operating Procedures) შემუშავებაში და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის საერთო სტრატეგიის შესაბამისად მართავს, გეგმავს და ახორციელებს კომპანიის საკადრო პოლიტიკას, მიზნებს და საქმიანობებს კომპანიაში მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით;
** ხელს უწყობს ორგანიზაციული კულტურის შექმნას, ორგანიზაციული წარმატების უზრუნველყოფის მიზნით;
** შეიმუშავებს შერჩევასთან, პერსონალის ადმინისტრირებასთან, ბენეფიტებთან, ტრენინგებთან, კადრების განვითარებასთან, ინსპექტირებასთან და სხვა .
** თანამშრომელთა სწავლა, განვითარებაზე ზრუნვა-კოორდინირება, საჭირო ტრენინგების დაგეგმვა და შედეგების ანალიზი;
** თანამშრომლების ადმინისტრაციული ტრენინგების ორგანიზება (SOP-ების სწავლება);
** ყოველკვირეული სტრუქტურული ერთეულისგან მოწოდებული შესრულებული დავალების, პროცესის რეპორტის დამუშავება და სტატისტიკაში ასახვა;
** დასახული გეგმების შესაბამისი პრიორიტეტების განსაზღვრა და მისი აღსრულების ორგანიზება;
** თანამშრომელთა მუშაობის ხარისხის კონტროლი;
** ოფისისა და ადმინისტრაციული პროცესების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოპერაციო მართვის სფეროში მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცილება;
** პროცედურების დანერგვის, მონიტორინგის და შესრულების კონტროლის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ლაზიერში დაგხვდებათ:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** ფიტპასი;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, დილის 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაორგანიზებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ლაზიერი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე