დასახელება:
მოწვეული ლექტორი
|
მომწოდებელი:
საქართველოს უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 14 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
"საქართველოს უნივერსიტეტი" გთავაზობთ, გახდეთ მოწვეული ლექტორი ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში შემდეგი მიმართულებით:
ბავშვთა სტომატოლოგია, ორთოპედ სტომატოლოგია, ოფთალმოლოგია
ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
** სალექციო მასალის მომზადება და ლექციის ჩატარება
** სტუდენტების დამატებითი სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფა
** კლინიკური უნარების დემონსტრირება
** ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დაცვა
კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:
** დარგის პროფესიულ დონეზე ცოდნა
** ცოდნის გადმოცემის უნარი
** უცხოენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე 3 წლის გამოცდილება (რომელიც შეესაბამება პროგრამის სწავლების ენას)
ან
** საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში პროგრამის სწავლების ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში
ან
** საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის პროგრამის სწავლების ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ან პროგრამის სწავლების ენაზე დიპლომამდელი ან დიპლომის შემდგომი პროგრამის დასრულება, დადასტურებული დოკუმენტით
ან
** პროგრამის სწავლების ენის სულ მცირე B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით
ან
** საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით პროგრამის სწავლების ენის B2 დონის შესაბამისი შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე ენის ცოდნის დადასტურება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: მოწვეული ლექტორი (კონკრეტული მიმართულებით), წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|