Робота для біженців з України
სერვის ცენტრის ხელოსანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის ცენტრის ხელოსანი
მომწოდებელი: Vestel
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
შპს "მატექს ჯორჯია" - "VESTEL"-ის ოფიციალური სერვის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის ხელოსნის (სასწრაფოდ) პოზიციაზე.

მოვალეობები:

საყოფაცხოვრებო ტექნიკის დიაგნოსტიკა და შეკეთება/მონტაჟი: სარეცხი მანქანა, მაცივარი, გაზქურა, გაზის გამათბობელი, კონდიციონერი, წვრილმანი ტექნიკა.

ზოგადი მოთხოვნები:

** სასურველია ტექნიკური განათლება შესაბამის სპეციალობაში;
** მინ. 2 წლიანი გამოცდილება საყოფაცხოვრებო ტექნიკის სერვისში;
** B კატ. მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი — უპირატესობა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა.

პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, 10:00-18:00 და შაბათს 10:00-13:00
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

რეზიუმე ფოტოსურათით გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე — hr@mateks.ge. წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ის გაგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე