დასახელება:
ტენდერი აუდიტორული მომსახურების შესყიდვის შესახებ
|
მომწოდებელი:
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
|
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
|
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ პლატფორმას, არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროგრესული მომავლის შექმნას, ბიზნესის ჩართულობით და მდგრადი მიდგომების სტიმულირებით.
გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომლის მიზანია ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. ინიციატივა დაფუძნებულია 10 პრინციპზე, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. პლატფორმაში გაერთიანებულია საერთაშორისო დონეზე 20 000 ათასზე მეტი ორგანიზაცია, ხოლო საქართველოს ქსელს 140-ზე მეტი წევრი ჰყავს.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აცხადებს ტენდერს ორგანიზაციული და პროექტული აუდიტორული მომსახურების შესყიდვის შესახებ და იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს მონაწილეობის მისაღებად.
ორგანიზაციული აუდიტი უნდა ჩატარდეს "International Financial Reporting Standard for Small- and Medium-Sized Entities ("IFRS for SMEs")" შესაბამისად.
2024 წლის აუდიტის დასკვნა, რომელიც ჩატარებულია ზემოაღნიშნული სტანდარტის შესაბამისად, შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის ვებგვერდზე: http://www.unglobalcompact.ge
ორგანიზაციაში 2025 წელს არსებული პროექტები: LSDG, CSEP, ასევე ორგანიზაციის საკუთარი სახსრები.
ხარჯის რაოდენობა შესამოწმებელ პერიოდში - დაახლოებით 2, 100, 000 ლარი;
ტრანზაქციების რაოდენობა - დაახლოებით 1 800-მდე ტრანზაქცია;
აუდიტის დაწყებისა და დასკვნების ჩაბარების ვადები - 2025 წლის 3 იანვარი - 2025 წლის 28 თებერვალი;
პროექტის, LSDG phase II აუდიტი უნდა ჩატარდეს "ISRS 4400 (revised) შესაბამისად. დეტალური მოთხოვნები გაწერილია დონორთან გაფორმებული ხელშეკრულების დანართში.
ხარჯის რაოდენობა შესამოწმებელ პერიოდში - დაახლოებით 1, 700, 000 ლარი;
ტრანზაქციების რაოდენობა - დაახლოებით 1 600-მდე ტრანზაქცია;
აუდიტის დაწყებისა და დასკვნების ჩაბარების ვადები - 2025 წლის 3 იანვარი - 2025 წლის 31 იანვარი;
აუდიტის დასკვნა - ორივე აუდიტის დასკვნა უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. დასკვნები ასევე უნდა მოიცავდეს მენეჯმენტის წერილს.
შენიშვნა: შერჩეულ კომპანიებთან განხორციელდება დამატებითი მოლაპარაკება დეტალებთან დაკავშირებით, თუ ამის სურვილი ექნება აუდიტორულ კომპანიას.
ტენდერში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტენდერში მონაწილეობა შეუძლია, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს;
** ფინანსური აუდიტის ჩატარების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის გამოცდილება.
დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:
** ინფორმაცია კომპანიის შესახებ;
** სსიპ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
** კომპანიის რეკვიზიტები;
** ფინანსური წინადადება: მომსახურების ღირებულება ევროში, დღგ-ს გარეშე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 17 ნოემბრის 16:00 საათისა.
სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: procurement@unglobalcompact.ge და სათაურის ველში მიუთითეთ დასახელება: ტენდერი 2025 წლის პროექტული და ორგანიზაციული აუდიტორული მომსახურების შესყიდვის შესახებ.
|
|
|
|