დასახელება:
ელექტროინჟინერი
|
მომწოდებელი:
ინტელკომ ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
|
KSTAR, Leoch, Epever, Ubiquiti, MikroTik, Teltonika, Uniview, Draka და სხვა წამყვანი მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში -"ინტელკომ ჯგუფი", აცხადებს ვაკანსიას ელექტროინჟინრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: intellcom.net/ka/company/
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტირება;
** ინსტალაცია;
** დიაგნოსტიკა და შეკეთება.
** საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
** უწყვეტი კვების წყაროები (UPS);
** აკუმულატორები;
** მზის ენერგია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება ელექტრონიკის, ენერგეტიკის ან ელექტროინჟინრის კვალიფიკაციით;
** მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ელექტროინჟინრის ან მსგავს პოზიციაზე;
** ფუნდამენტური ცოდნა ენერგოუზრუნველყოფის მიმართულებით;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** ფიქსირებული ხელფასი: 3000 ლარიდან (დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგები;
** პროფესიული განვითარების და თანამდებობრივი დაწინაურების ხელშეწყობა;
** რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ელექტროინჟინერი".
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
|
|
|
|