Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი CTH
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" - CTH აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia. GDM კი შემომყვანი ტურიზმითაა დაკავებული, პარტნიორები ჰყავს "გალფი"-სა და "დე სე თე"-ს ქვეყნებში და მუშაობს ბ2ბ მიმართულებით.

ფუნქცია - მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პირთან გადამისამართება;
** შეხვედრების ორგანიზება;
** საოფისე მარაგების მონიტორინგი/შეძენის უზრუნველყოფა;
** ინტერნეტ და სატელეფონო პროვაიდერებთან კომუნიკაცია;
** კომპანიის მეილის მართვა; შემოსული ინფორმაციის შესაბამის პირთან გადამისამართება.
** კომპანიის კორესპონდენციის მართვა; მიღება/გაგზავნა;
** ოფისის სისუფთავის კონტროლი, საოფისე ინვენტარის თვალყურის დევნა და საჭირო მომსახურების დროული ორგანიზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა და ოპერატიულობა;
** პუნქტუალურობა;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00-დან - 18:00- საათამდე.
ლოკაცია: მერაბ კოსტავას N14 (სტამბა)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გაგვიზიაროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@CTH.GE

აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე