Робота для біженців з України
წარმომადგენლობის უფროსი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმომადგენლობის უფროსი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
ერთ-ერთი კომპანია ეძებს კახეთის წარმომადგენლობის უფროსს.

ადგილმდებარეობა: კახეთი;
ანაზღაურება: 2500 ლარი + ბონუსი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმომადგენლობის ბიუჯეტის, შემოსავლებისა და ხარჯების მართვა; - ახალი პარტნიორებისა მოძიება და მოზიდვა;
** ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
** რეგიონული ოფისის ადმინისტრირების ორგანიზება (სივრცე, ინფრასტრუქტურა, საოფისე რესურსები);
** თანამშრომელთა კოორდინაცია, გრაფიკების უზრუნველყოფა და მონიტორინგი, შესრულების კომპანიის სტანდარტებთან და შიდა პოლიტიკებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** წარმომადგენლობის ყოველდღიური ოპერაციების უწყვეტობისა და სტაბილურობის მონიტორინგი და უზრუნველყოფა;
** ტერმინალების ქსელის ინფრასტრუქტურული და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ყოველდღიურად მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და საგანგებო სიტუაციების იდენტიფიცირება, რეაგირება და სათაო ოფისთან კომუნიკაცია;
** ნაღდი ფულადი სახსრების ბრუნვის პროცესების მონიტორინგი;
** სათაო ოფისთან რეგულარული კომუნიკაცია და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** საოპერაციო პროცესების მართვის გამოცდილება;

დამატებითი ინფორმაცია:

** მნიშვნელოვანია საკუთარი ავტომობილის ფლობა;
** საწვავის ხარჯს სრულად ფარავს კომპანია.

lizamurvanidze20@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე