Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=673965&print=yes&view=jobs
 
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: რესტორანი მარანი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 13 ნოემბერი
იხსნება ახალი რესტორანი "მარანი" - გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი!

ვიწყებთ გუნდის შერჩევის პროცესს! ვეძებთ მოტივირებულ, პროფესიონალ და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანებს, რომლებსაც უყვართ საკუთარი საქმე და სურთ მუშაობა მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში.

მისამართი: ქ. თბილისი, კრწანისი

რესტორანი "მარანი" აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს: შეფმზარეული, სუშეფი, ქართული კერძების მზარეული, ევროპული კერძების მზარეული, მიმტანი

გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს
** ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტული ანაზღაურებას
** სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს

აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უცხო ენის ცოდნა
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე maxonuc@mail.ru ან ninookhizanishvili@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ +995 598 98 11 88.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია