Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: პიკოლა თოისი
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 12 ნოემბერი
"პიკოლა" არის სათამაშოებისა და საბავშვო ტანსაცმლის იმპორტიორი კომპანია, რომელიც ვაჭრობს საცალოდ. "პიკოლა" მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის გასართობ პროდუქციას პატარებისთვის: სათამაშოები, ელექტრომანქანები და მოტოციკლეტები, სასრიალოები, საქანელები, სახლები, ღობეები და ა.შ.

იხ. ვებგვერდი: https://piccolatoys.ge/

"პიკოლა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე სათამაშოების მაღაზიის ფილიალში, თბილისში, პეკინის N41-ში

ვაკანსია ხელმისაწვდომია ნებისმიერი სქესის წარმომადგენლისთვის.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში - 40 საათი;
შესვენება: 1 საათი დღეში;
სამუშაო საათები: ერთცვლიანი - 11:00-20:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი;
ფილიალის მისამართი: პეკინის N41, თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალ დონეზე კონსულტაციის გაწევა;
** თაროებზე პროდუქციის განთავსება;
** მონაცვლეობით სალაროსთან მუშაობა;
** ფასმაჩვენებლების განთავსება/განახლება.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა აუცილებელი არ არის. მთავარია კანდიდატი იყოს მონდომებული;
** სასურველია ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა კომუნიკაციისთვის.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული და ხალისიანი;
** პასუხისმგებლიანობა;
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა.

კომპანია გთავაზობთ:

** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და კომფორტულ გარემოს;
** "პიკოლა თოისის" პროდუქციაზე ფასდაკლებას თანამშრომლისთვის.

თუ გსურთ, გახდეთ "პიკოლას" გუნდის წევრი, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: info@piccolatoys.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "კონსულტანტი")

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 571 770 707
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე