დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი - თანამედროვე ძვირფასი სამკაულების ბუტიკი
|
მომწოდებელი:
Majestic New York
|
გამოქვეყნდა: 12 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 12 ნოემბერი
|
"Majestic New York" გთავაზობთ მეტს, ვიდრე უბრალოდ ძვირფასეულობას - ჩვენ ვქმნით უნიკალურ გამოცდილებას - ბრენდი, რომელიც აერთიანებს კლასიკას, თანამედროვე სტილს და ემოციას.
ვეძებთ მაღაზიის მენეჯერს, რომელსაც უყვარს ადამიანებთან მუშაობა და მზადაა ჩვენი მაღაზიის პასუხისმგებლობით და მონდომებით მართვისთვის.
ადგილმდებარეობა: თბილისი
პოზიციის აღწერა:
როგორც მაღაზიის მენეჯერი, თქვენ იქნებით გუნდის ლიდერი და ჩვენი კლიენტების პირველ შთაბეჭდილებაზე პასუხისმგებელი ადამიანი, რომელიც ზრუნავს, რომ თითოეული კლიენტის გამოცდილება ასახავდეს ჩვენი ბრენდის ღირებულებებს. თქვენი პასუხისმგებლობა იქნება როგორც გაყიდვების შედეგები, ისე მაღაზიის საერთო ატმოსფეროს შექმნა.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის ყოველდღიური პროცესების მართვა;
** გუნდის მენეჯმენტი, მოტივაცია და განვითარება;
** კლიენტებისთვის მაღალი დონის მომსახურების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მიზნების შესრულება;
** კლიენტების გამოცდილების შექმნა - პირველი შეხვედრიდან ყველა მომდევნო კომუნიკაციამდე;
** პროდუქციის ვიზუალური გამოფენა ბრენდის სტანდარტების მიხედვით;
** მარაგების კონტროლი და მაღაზიის შიდა პროცესების ეფექტურად მართვა.
რას ველით თქვენგან:
** 3-5 წლიანი გამოცდილება საცალო გაყიდვებში (მენეჯერულ პოზიციაზე ან/და ლუქს ინდუსტრიაში - ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალებზე;
** ადამიანების მართვის უნარი - მეგობრული, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული სტილით;
** ინტერესი სამკაულის, სტილის და დიზაინის მიმართ;
** მოქნილობა - მზაობა იმუშაოთ სხვადასხვა ცვლაში, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე.
რას გთავაზობთ:
** ფიქსირებული ანაზღაურება 2000GEL + საბონუსე სისტემა გაყიდვების მიხედვით;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** პოზიტიური და ესთეტიკური სამუშაო გარემო;
** თანამედროვე მიდგომა მართვაში და გუნდური მხარდაჭერა.
გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: careers@missionewyork.com
გაითვალისწინეთ, რომ სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|