Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=673870&print=yes&view=jobs
 
სტრატეგიული კლიენტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტრატეგიული კლიენტების მენეჯერი
მომწოდებელი: Vegapharm
გამოქვეყნდა: 11 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 11 ნოემბერი
"Vegapharm" აცხადებს ვაკანსიას სტრატეგიული კლიენტების მენეჯერის (Key Account Manager) პოზიციაზე.

დეპარტამენტი: კომერციული / გაყიდვები
ექვემდებარება: კომერციულ დირექტორს / გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს

თანამდებობის მიზანი:

უზრუნველყოს "Vegapharm"-ის ძირითადი კლიენტების (ადგილობრივი აფთიაქების ქსელები, ჰოსპიტალური დაწესებულებები, დისტრიბუტორები) ეფექტური მართვა და განვითარება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების ზრდას, მომგებიანობასა და კომპანიის პოზიციების გამყარებას საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კლიენტების მართვა (პსპ, ავერსი, გეფა, იმპექსი და სხვა კერძო აფთიაქები).
** თითოეული კლიენტისთვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება და განხორციელება.
** რეგულარული შეხვედრების, პრეზენტაციების, მოლაპარაკებების ჩატარება და კომერციული პირობების შეთანხმება.
** თითოეული კლიენტის გაყიდვების, მარჟის და მომგებიანობის დინამიკის ანალიზი.
** რეგულარული ანგარიშების მომზადება და ოპტიმიზაციის წინადადებების წარდგენა.
** ფასების, კონკურენტების აქტივობების და საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი.
** თანამშრომლობა ლოჯისტიკის, საწყობის, ბუღალტერიისა და მარკეტინგის განყოფილებებთან შეუფერხებელი მიწოდებისა და სერვისის უზრუნველსაყოფად.
** დოკუმენტების ბრუნვის სისწორის კონტროლი (ხელშეკრულებები, ინვოისები, აქტები, CMR და სხვ.).
** გადახდის პირობებისა და ვალდებულებების შესრულების ვადების კონტროლი.
** Vegapharm-ის ახალი პროდუქტებისა და ბრენდების პოპულარიზაცია ქსელების დონეზე.
** ასორტიმენტული პოზიციების, როტაციების და პრიორიტეტული SKU-ების შეთანხმება მხარდაჭერა.

კვალიფიკაციის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფარმაცევტული, ეკონომიკური ან მენეჯმენტის მიმართულებით).
** ფარმაცევტულ გაყიდვებში გამოცდილება (სასურველია დისტრიბუციის ან წარმოების სექტორში).
** საქართველოს ბაზრის, წამყვანი ქსელური კლიენტებისა და მათი შესყიდვის მექანიზმის ცოდნა.
** მოლაპარაკებების დამაჯერებელი უნარები.
** რუსული და ქართული ენების ფლობა; ინგლისური ენის ცოდნა არის უპირატესობა.
** Excel-ის გამართული გამოყენების უნარი.

პირობები:

** ფიქსირებული ხელფასი და ბონუსური ნაწილი (დამოკიდებულია KPI-ს შესრულებაზე)
** სამუშაო საათები: 09:30 - 18:00
** მისამართი: სააკაძის დაღმართი N6

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე აღნიშნულ მეილებზე: dilshod.shukurzoda@ladyhealthcare.com; nana@vegapharm.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია