Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=673795&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კერამა მარაცი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
კომპანია "Kerama Marazzi" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე (ქ. თბილისი).

"კერამა მარაცი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას საქართველოში პრემიუმ სეგმენტის კერამოგრანიტისა და კერამიკული ფილების, სანიტარული კერამიკის და ინტერიერის დეკორის ელემენტების მიმართულებით.

საქართველოში უკვე 7 წელზე მეტია, კომპანია ქმნის სივრცეებს, სადაც ესთეტიკა, ფუნქციურობა და ხარისხი ერთიანდება. ჩვენი მიზანია მომხმარებლისთვის საუკეთესო პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება, რაც კომპანიას სანდო და ერთგულ პარტნიორად აქცევს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტისა და ტექნიკური მახასიათებლების საფუძვლიანი ცოდნა.
** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქტის შერჩევაში და მის ინტერიერის დიზაინთან შესაბამისი კომბინაციების შეთავაზება.
** კორპორატიულ კლიენტებთან კომუნიკაცია გაყიდვების ყველა ეტაპზე - შეთავაზება, შეკვეთის მიღება, დეტალების დაზუსტება და გაყიდვის დაფიქსირება.
** ბაზრისა და კონკურენტების პერიოდული მონიტორინგი.
** პოტენციური კლიენტების მოძიება და გაყიდვების გეგმების შესრულებაზე ორიენტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება სამშენებლო, ინტერიერის ან დიზაინის სექტორში. (ჩაითვლება უპირატესობად).
** გამართული კომუნიკაციის უნარი და მომხმარებელზე ორიენტირებულობა.
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა, ინგლისური და რუსული ენები ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (შაბათი და კვირა - დასვენების დღეები)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) არაუგვიანეს 2025 წლის 10 დეკემბრისა შემდეგ მისამართზე: g.giunashvili@kmgeorgia.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 553444
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია