Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=673771&print=yes&view=jobs
 
საწყობის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის დამხმარე
მომწოდებელი: ჯეო დეკორი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
კომპანია "ჯეო დეკორ"-ი ავეჯის მასალების კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარის პოზიციაზე.

"ჯეო დეკორ"-ი წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების იმპორტიორ კომპანიას. მომხმარებლებს სთავაზობს უახლესი დიზაინის გამძლე და ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამის საავეჯე მასალებს, ასევე ავეჯის დასამზადებლად თანამედროვედ აღჭურვილ საწარმოში ხდება კლიენტების მოთხოვნილებებზე მორგებული უმაღლესი დონის მომსახურება (დაჭრა, დაწიბოვება, სნს მომსახურება).

ლოკაცია: თბილისი, ფეიქართა 12, ქსნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია) მეტრო ღრმაღელიდან 10 წუთი.

სამუშო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 9:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** შესვენება - 1 საათი
** დასვენების დღე - კვირა
** ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება კომპანიის ხარჯზე
** შვებულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
** ანაზღაურება 1500 ლარი

მთავარი მოვალეობები:

** საქონლის მიღება, დათვლა და საწყობში სწორად განთავსება;
** შეკვეთების მომზადება და გატანისთვის მომზადება;
** საწყობის სივრცეში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დატვირთვა/გადმოტვირთვაში მონაწილეობა;
** სამუშაო პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ფიზიკური გამძლეობა და დატვირთვასთან ადაპტაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ დასაქმებას ზრდად კომპანიაში;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@geodecor.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის დამხმარე". ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 599214974

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა.შ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია