Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=673738&print=yes&view=jobs
 
სერვისის მიმღები-კონტროლერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მიმღები-კონტროლერი
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
კომპანია "ჯი-თი გრუპ"-ი აცხადებს ვაკანსიას სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო ტექნიკის სერვისში მიმღები-კონტროლერის პოზიციაზე:

"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: https://gtgroup.ge

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #216;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** სერვისის ოპერაციების ცოდნა და გამოცდილება;
** პროდუქტის ცოდნა (რემონტი, ნაწილები, პროცესები და ა.შ.) და საერთო საავტომობილო საქმის ცოდნა;
** სასურველია სათადარიგო ნაწილების კატალოგთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
** MS Office - ის მაღალ დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** ჩაწერის სისტემაში მომხმარებელთა რეგისტრაცია;
** ჩივილების ჩანიშვნა შემუშავებული კითხვარის გათვალისწინებით;
** ახალი ტექნიკის რეგისტრაცია დადგენილი სავალდებულო ინფორმაციის გათვალისწინებით;
** სერვისზე ჩაწერილ და არგამოცხადებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შესაბამისი რეაგირება;
** სამუშაო ბარათის შექმნა, ჩივილების რეგისტრაცია, მიღების, დავალების და PDI-აქტების გადაცემა სერვისის მძღოლისთვის;
** დეფექტური აქტის მომზადება;
** შეკეთებისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მოძიება და ტექნიკოსებისთვის გაზიარება;
** სერვისისთვის საჭირო სახარჯი მასალების მარაგების კონტროლი;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, სერვისში სატრანსპორტო საშუალებისთვის ჩატარებული მომსახურების შესახებ, თანხის გადახდის მონიტორინგი;
** სამუშაო დავალების ეფექტური გადანაწილება ტექნიკოსებზე;
** სამუშაო დავალების დროის დაწყების, შეჩერების და დასრულების კონტროლი;
** სამუშაო დავალების აღწერილობის სისწორის კონტროლი;
** საბუღალტრო და სერვისის პროგრამაში მომსახურების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა;
** ტექნიკოსების მივლინების დროის დაგეგმვა გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერთან შეთანხმებით;
** შეკეთებული ტექნიკის მომხმარებელზე გადაცემის პროცედურის ზედმიწევნით შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში კატალოგებთან მუშაობა, მწარმოებლის ელექტრონულ პორტალებზე და/ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ტექნიკური დახმარების მოთხოვნა, ტექნიკური დოკუმენტაციის მოძიება და თარგმნა;
** გაჩერებული ტექნიკის სიის კონტროლი და ანგარიში უშუალო ხელმძღვანელთან;

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** დროს სწორად მართვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:Vacancy@gtgroup.ge 2025 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით; გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია