Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=673733&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
შპს "ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი.

ძირითადი მოვალეობები:

** სკოლის სოციალური ქსელის პლატფორმების (Facebook, Instagram, Youtube, Linkedin, TikTok) მართვა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზედამხედველობით;
** ფოტო/ვიდეო გადაღება და მასალის დამუშავება;
** სოციალური ქსელებისთვის და ვებგვერდისთვის კონტენტის შექმნა;
** სკოლით დაინტერესებული პირებისთვის ინდივიდუალური ვიზიტების (კამპუს ტურების) დაგეგმვა და წარმართვა.
** დეპარტამენტის სტრატეგიულ შეხვედრებზე დასწრება, ჩართულობა და ანალიზის წარდგენა;
** სასწავლო პროცესისთვის საჭირო ვიზუალური მასალების ბეჭდვა, დამუშავება.
** დირექტორისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის დეპარტამენტსი საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა უშუალო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;
** კონტენტზე მუშაობის უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კრეატიულობა და ინიციატივა;
** გუნდში მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** დეტალების მიმართ ყურადღება;
** ოპერატიულობა და აქტიურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძონა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას ინოვაციურ და საერთაშორისო გარემოში;
** კრეატიული პროექტების განხორციელების საშუალებას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდში მუშაობას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** კვებას (სამუშაო დღეებში - სასკოლო კალენდრის თანახმად);
** 50%-იანი ფასდაკლება სწავლის საფასურზე (თქვენი შვილის ჩვენთან სწავლის შემთხვევაში).

სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 117
ანაზღაურება: 1500 - 1875 ლარი (დარიცხული)

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: mariam.abramishvili@gasb.edu.ge
ან დარეკეთ ნომერზე +995 577345946 გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 ოქტომბერი.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 6 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია