დასახელება:
ტექნიკისა და ინვენტარის შეძენა რძის გადამამუშ. საწარმოსთვის
|
მომწოდებელი:
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
|
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
|
თანდართული ფაილი:
673713_Attachment_7310044.zip
|
მოწვევა საჯარო ტენდერში მონაწილეობაზე:
პროექტის დასახელება: ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი "გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ინფორმირებულობა (CAPCA)"
შემსყიდველი: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია GFA
შესყიდვის საგანი: ტექნიკისა და ინვენტარის შეძენა რძის გადამამუშავებელი საწარმოსთვის
რაოდენობა: იხ. დანართ N2-ში.
მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 45 კალენდარული დღისა.
** საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, იწვევს უფლებამოსილ პრეტენდენტებს (იურიდიულ პირებს), წარმოადგინონ საჯარო ტენდერში ტექნიკური და ფინანსური წინადადებები რძის გადამამუშავებელი საწარმოსთვის ტექნიკისა და ინვენტარის შეძენაზე.
** წარმოდგენილი ინვენტარი და აღჭურვილობა უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არამყოფი და უნდა შეესაბამებოდეს იმ ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც მოცემულია დანართ N4-ში.
** შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ინვენტარისა და აღჭურვილობის შესყიდვამდე, განახორციელოს მათი მდგომარეობის შემოწმება და დაადგინოს მათი შესაბამისობა არსებულ მოთხოვნებთან.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი უნდა აკამყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** პრეტენდენტს 01.01.2021-დან 01.09.2025-ის პერიოდში უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის ინვენტარისა და აღჭურვილობის მიწოდების გამოცდილება, ჯამურად არანაკლებ 50, 000.00 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაო. ინფორმაციის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: სრულად შევსებული და დამოწმებული დანართი N3 გამოწერილ ზედნადებებთან და ანგარიშფაქტურებთან ერთად.
** ფინანსური წინადადება (დანართი N2) უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს, და წარმოდგენილ უნდა იქნას დღგ-ს გარეშე, ეროვნულ ვალუტა ლარში. საავანსო ანგარიშსწორება გამოიყენება მხოლოდ წარმოდგენილი გარანტიის (საბანკო, სადაზღვევო) შემთხვევაში.
** გამარჯვებულის გამოვლენა: მოწოდებულ წინადადებებს შეაფასებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ შექმნილი კომისია. უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, რომლის წარმოდგენილი ფინანსური წინადადება იქნება უმცირესი და დააკმაყოფილებს ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
** დოკუმენტაცია და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონულად, სკანირებული ფორმით დანართი N1-ის, დანართი N2-ის, დანართი N3-ის, დანართი N4 ის შესაბამისად (ქართულ ენაზე), რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, არა უგვიანეს 2025 წლის 22 ოქტომბერი, 18:00 სთ-სა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@gfa.org.ge აღნიშნული თარიღის შემდეგ მოწოდებული წინადადებები არ იქნება განხილული.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: kzhorzhikashvili@gfa.org.ge
|
|
|
|