Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=673681&print=yes&view=jobs
 
კაფეტერიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კაფეტერიის მენეჯერი
მომწოდებელი: კულინარია 7
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
"კაფეტერია კულინარია #7" - აცხადებს ვაკანსიას კაფეტერიის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს საოჯახო კაფეტერიის გუნდს. თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შეგიძლია მეგობრულად და ყურადღებით მოემსახურო სტუმრებს და ხარ პასუხისმგებლობიანი - ეს სამსახური შენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს და დარბაზის გუნდის მართვა;
** კაფეტერიის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** მენიუს შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის გრაფიკების შედგენა;
** ყოველდღიურად საკვების ნაშთების კონტროლი;
** საკვებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი.

მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

მისამართი: რაფიელ ერისთავის ქ. 16 (მრგვალ ბაღთან)
ანაზღაურება: დამოკიდებულია გამოცდილებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ან საკონტაქტო ელ.მისამართზე ninooutsource@gmail.com. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

შეტყობინება: კომპანია პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია