დასახელება:
სურსათის უვნებლობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
|
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი
|
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურსათო ტექნოლოგიის, ბიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, მიმართულებით);
** 3 (სამწლიანი) სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციებზე;
** სურსათის უვნებლობის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
** HACCP-ის სისტემის დანერგვის პრინციპების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საკვები პროდუქტების უვნებლობის სისტემის დანერგვისთვის ტრენინგ-პროგრამების შემუშავება, ასევე, სხვა მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება;
** თანამშრომლებისთვის HACCP-ის ძირითადი პრინციპებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების გაცნობა;
** საკვები პროდუქტების უვნებლობის რისკების შეფასების, კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრისა და მართვის შესახებ პრაქტიკული სწავლების ჩატარება;
** თანამშრომლებისათვის HACCP-ის სისტემის დოკუმენტაციის სწორად შევსებისა და მართვის წესების გაცნობა;
** კვების ობიექტზე საკვები პროდუქტების უვნებლობის სისტემის (HACCP) დანერგვა და მართვა;
** სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზების საფუძველზე სასწავლო საჭიროებების განსაზღვრა და დამატებითი ტრენინგების ორგანიზება;
** ახალი რეგულაციების, სტანდარტებისა და პრაქტიკის ინტეგრირება სასწავლო პროცესში;
** თანამშრომლების მოტივაციის ამაღლება HACCP-ის სისტემის სწორად დანერგვისა და დაცვაში;
** კვების ობიექტზე დანერგილი საკვები პროდუქტების უვნებლობის სისტემის მონიტორინგი და შიდა აუდიტი;
** კვების ობიექტებზე, საკვები პროდუქტების უვნებლობის სისტემის ფარგლებში მონიტორინგისა და შიდა აუდიტის დროს აღმოჩენილი შეუსაბამობების განხილვა და რეკომენდაციების გაცემა კომპეტენციის ფარგლებში;
** ტრენინგების შემდეგ ეფექტიანობის შეფასება და შედეგების ანალიზი.
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;
სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (1 საათი შესვენება);
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122, 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
|
|
|
|