Робота для біженців з України
ოპერაციული დირექტორი - COO
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციული დირექტორი - COO
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 10 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
"ატელიე აუთლეტი/ATELIER OUTLET" 2018 წლიდან წარმოადგენს 250-ზე მეტ ბრენდს საქართველოს ბაზარზე, მათ შორის: SANDRO, MAJE, HUGO BOSS, ROBERTO CAVALLI, MASSIMO DUTTI და სხვა ბრენდები. ქალის, მამაკაცის, ბავშვის მრავალფეროვანი კოლექცია და სხვადასხვა აქსესუარი, კომფორტული, ნებისმიერი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ფასად.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერაციული დირექტორის - COO-ს პოზიციაზე.

ლოკაცია: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #36
გრაფიკი: 10:00-19:00 (დასვენება 2 დღე)
კონკურენტული ანაზღაურება

აუცილებელი მოთხოვნა:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, ლოჯისტიკა, ოპერაციების მენეჯმენტი ან მსგავსი მიმართულება).
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე (COO ან Operations Manager).
** უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
** კოსმეტიკის ან ტანსაცმლის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

მოვალეობები:

** ოპერაციული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** შიდა ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია;
** კომპანიის მარაგების კონტროლი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
** კომპანიის ძირითადი ფუნქციური ერთეულების კოორდინაცია;
** დღიური ოპერაციული მართვა;
** ბიუჯეტირება და ხარჯების კონტროლი/ოპტიმიზაცია;
** ინოვაციები და ტექნოლოგიური განვითარება;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორაციული ფასდაკლება პროდუქციაზე
** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
** FITPASS
** კარიერული წინსვლა

თუ გსურთ შემოუერთდეთ გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე