Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=673201&print=yes&view=jobs
 
პედაგოგ-ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პედაგოგ-ასისტენტი
მომწოდებელი: ოთახი ეზოში
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 09 ნოემბერი
ორგანიზაცია "ოთახი ეზოში" აცხადებს ვაკანსიას პედაგოგ-ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

ინკლუზიურ გარემოში, რომელიც შედგება: საბავშვო შემოქმედებითი სტუდიის, ზრდასრული შშმ პირებისა და ხანდაზმულებისაგან ვეძებთ ადამიანს, რომლის მოვალეობებიც იქნება:

** ორდღიანი ტრენინგის გავლა თემაზე "ინკლუზიური განათლება"
** ერთკვირიანი პრაქტიკა ინკლუზიურ სივრცეში
** სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და შშმ პირებისთვის სივრცის ორგანიზება და საქმიანობების დაგეგმვა
** შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობა: მათთან ერთად აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
** შშმ პირების დასაქმების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სხვა და სხვა კომპანიებთან

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში სამი დღე: ოთხშაბათი და პარასკევი - 10:00-18:00; შაბათი - 16:00-20:00
** ანაზღაურება თვეში - 700 GEL (ხელზე ასაღები)
** მისამართი: თბილისი, გერონტი ქიქოძის 16, "ოთახი ეზოში"

სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი გქონდეთ: ინკლუზიური განათლების სფეროში ან/და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ. ფოსტაზე: koko.uchaneishvili@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია