Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=673194&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება - იურიდიული მიმართულება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - იურიდიული მიმართულება
მომწოდებელი: თიბისი
გამოქვეყნდა: 09 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 12 ოქტომბერი
თიბისის სტაჟირების პროგრამა იწყება - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!

პროგრამის დასახელება: იურიდიული მიმართულება

ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული
ფორმატი: ჰიბრიდული/ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 12 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ; შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2026 წლის იანვარი

ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია კორპორატიული ბიზნესის სამართლებრივ მხარდაჭერასა და საკრედიტო პროცესების ადმინისტრირებაზე. ვამზადებთ სამართლებრივ დოკუმენტებს, ვაკონტროლებთ საკრედიტო ხელშეკრულებების ადმინისტრირებას, ვაანალიზებთ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას და ვზრუნავთ, რომ ყველა პროცესი კანონმდებლობასა და ბანკის სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ჩვენი მიზანია კორპორატიული მომხმარებლებისთვის უსაფრთხო და გამართული სამართლებრივი გარემოს შექმნა.

ვის ვეძებთ?

სტაჟიორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი და დაგვეხმარება სამართლებრივი და საკრედიტო დოკუმენტაციის მომზადებასა და ადმინისტრირებაში.

რას გააკეთებ?

** დაეხმარები გუნდს კლიენტისგან მიღებული და საჯარო წყაროებიდან მოპოვებული სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ანალიზში
** ჩაერთვები მარტივი შინაარსის სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში
** მონაწილეობას მიიღებ საკრედიტო დოკუმენტაციის ხელმოწერის პროცესის ორგანიზებასა და ფაილინგში
** იმუშავებ საკრედიტო პროდუქტების პროგრამულ რეგისტრაციასა და ცვლილებებზე
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
** ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული იურიდიული მიმართულებით
** ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე
** ფლობ MS Office პროგრამებს (Excel, Word, PowerPoint) მაღალ დონეზე
** გაქვს ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარები, ხარ გუნდური მოთამაშე და დეტალებზე ორიენტირებული

მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: https://tbcbank.ge/ka/internship-program

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/tHktS

მადლობა!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია