Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=673110&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
ა (ა)იპ ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს კონფლიქტებისა და ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკასთან დაკავშირებულ სოციალური მედიისა და სატელევიზიო შემოქმედებით პროცესებს, აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო.

სამუშაო გრაფიკი და საათები:

** ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან-18:00 საათამდე.
** დასვენება - შაბათი-კვირა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული სადღესასწაულო დღეები.

ხელფასი: 2000 ლარი ყველა გადასახადის ჩათვლით.

ფუნქციები:

** მომსახურების ფარგლები მოიცავს, ორგანიზაციის სამუშაო პროცესებში ჩართულობასა და სამართლებრივ რეკომენდაცია-კონსულტაციებს.
** ორგანიზაციის შიდა ბრძანებების მომზადება, შინაგანაწესის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამის მიმდინარე პროცესებთან მორგება/სრულყოფა.
** სამართლებრივი დატვირთვის სხვადასხვა დოკუმენტების (ოქმები, მიღება-ჩაბარების აქტები, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ასატვირთი ხელშეკრულებებისა და ელექტრონული ტენდერის დოკუმენტაციის) — განხილვა, შედგენა, ანალიზი, რედაქტირება.
** შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების (შრომითი ხელშეკრულებებისა და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული შიდა ორგანიზაციული აქტები) გაფორმება, კონტროლი, დამუშავება.
** იურიდიული ხასიათის სხვა ნებისმიერი დოკუმენტის (წერილი, განცხადება და ა.შ.) განხილვა, შედგენა, ანალიზი, რედაქტირება.
** ორგანიზაციის წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში, ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან და ა.შ.
** ორგანიზაციის სამუშაო საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებული მოქმედი თუ ახალი კანონმდებლობის მიღება/განახლებების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების გატარება და აღნიშნულზე დირექტორისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ინფორმირება-კონსულტაციების გაწევა.
** დასაქმებულის სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, არქივის მიზნებისათვის დადგენილი წესით შენახვა.

მოთხოვნები:

** არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი სამართლის მიმართულებით;
** საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის საჭირო კანონმდებლობის ცოდნა;
** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბიუჯეტო ორგანიზაციაში (მათ შორის სახელმწიფო შ.პ.ს, ა (ა)იპ, სსიპ და სხვა);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია "eDocument" საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის ცოდნა, სადაც სამომავლოდ მოუწევს მუშაობა;

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, მიღება მოხდება გასაუბრების წესით.

ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: infoabkhazia@gmail.com; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "იურისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია