დასახელება:
ავტოპარკის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯითისი სერვის ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
|
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში "ჯი თი სი ჯგუფის" შვილობილი კომპანია "ჯითისი სერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, იუმაშევის ქუჩა N18
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მფლობელობაში არსებული სატვირთო ავტომობილების ინსპექტირების, მომსახურების, უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებით რეგულარული ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება;
** ასისტენტისთვის ყოველდღიური დავალების მიცემა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** ტექ.სერვისების მომწოდებლების იდენტიფიცირება, ფასების და შესრულებული სამუშაოს ხარისხის ანალიზი;
** ახალი/მეორადი მსუბუქი ან სატვირთო ავტომობილების შეძენის უზრუნველყოფა კომპანიის სტანდარტების და მოთხოვნების გათვალისწინებით;
** საწვავის ყოველთვიური მოხმარებისა და ხარჯების მონიტორინგი, ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** მუდმივი კომუნიკაცია ავტომობილის მფლობელ მძღოლებთან მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად;
** სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ყოველკვირეული ჩანაწერების წარმოება: ტექ. ისტორია, გარბენი, დაგეგმილი სერვისები, გაუთვალისწინებელი სერვისები, შეკეთებასთან დაკავშირებული ხარჯი;
** სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობა, შეთავაზებების გაანალიზება და საუკეთესოს შერჩევა, შემთხვევების მართვა, სადაზღვევო პაკეტების განახლება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|