დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
დიენთი ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
|
სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია "დიენთი ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრს რესტორან "თაღში" მიმტანის პოზიციაზე, ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა #12;
სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე, I ცვლა - 11:30-20:30, II ცვლა - 17:00-02:00;
ანაზღაურება: 1100 ლარი (NET);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სერვისში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** მაგიდების მოწესრიგება და სერვირება სტანდარტების შესაბამისად;
** მენიუს, კერძების/სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრებისათვის შეთავაზება;
ჩვენ გთავაზობთ:
** მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროში დასაქმებას;
** თბილ და მეგობრულ გარემოს;
** კვებით უზრუნველყოფას;
** II ცვლას მოემსახურება ტრანსპორტი სამუშაოს დასრულებისას;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე: hr@dntgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მიმტანი".
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|