Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=673073&print=yes&view=jobs
 
გათბობის სისტემის მონტაჟის მომწოდებელი კომპანიის შერჩევა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გათბობის სისტემის მონტაჟის მომწოდებელი კომპანიის შერჩევა
მომწოდებელი: კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" აცხადებს ტენდერს გათბობის სისტემის მონტაჟის მომწოდებელი კომპანი (ებ)ის შერჩევაზე.

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი 2019 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.

ორგანიზაციის მისიაა კახეთის რეგიონში მცხოვრები ბავშვების, ახალგაზრდების და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საჭიროებაზე დაფუძნებული სერვისების განვითარებისა და მიწოდების გზით როგორც სამთავრობო, ისე სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით.
ა (ა)იპ კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი იწვევს პოტენციურ კომპანიებს, ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კატეგორიაზე: გათბობის სისტემის მონტაჟი ქალაქ ახმეტაში ა. ჭავჭავაძის #15 მისამართზე მდებარე ბავშვთა და მშობელთა განათლებისა და განვითარების ცენტრში.

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ ტექნიკური წინადადება, რომელშიც მითითებული იქნება პრეტენდენტის გამოცდილება, გათბობის სისტემის მონტაჟისთვის საჭირო მასალების ჩამონათვალი და სრული ხარჯთაღრიცხვა.

შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გათბობის მონტაჟისთვის საჭირო მასალების შეძენა და მონტაჟი.

მოთხოვნა: კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება.

განმარტებებისთვის მიმართეთ:

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი
ქ. თელავი, რუსთაველის გამზ. N 81ა
ელფოსტა: info@kadc.ge; mariam_glakhoshvili@kadc.ge.

განაცხადები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ელექტრონულად, ელმისამართზე: info@kadc.ge; mariam_glakhoshvili@kadc.ge ან დალუქულ კონვერტში, ზემოთ მითითებულ მისამართზე.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი, 2025 წ. 18:00 სთ. გთხოვთ, ელწერილის საგანში მიუთითოთ: "Heating System".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია