Робота для біженців з України
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ფსიქიკური ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციის ცენტრი
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
"ფსიქიკური ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სხვადასხვა პოზიციებზე:

1. სოციალური რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი

უფლება მოვალეობა:

** განყოფილების თანამშრომლების მუშაობის კოორდინირება, სუპერვიზია;
** პაციენტების სოციალური შეფასება;
** შემთხვევაზე მონიტორინგი, ყველა რთული შემთხვევის წარმართვა;
** პაციენტის და მისი ოჯახის წევრების კონსულტრება;
** სოციალური თერაპიის ჩატარება გრძელვადიანი განყოფილების პაციენტებთან.
** სტაციონარული დეპარტამენტის გრძელვადიან განყოფილებაში ბიბლოთეკის მოწყობა და მისი მუშაობის ორგანიზება ჯგუფის წევრებთან ერთად;
** სტაციონარულ და ამბულატორიულ დეპარტამენტში შემოსული პაციენტების და მათი ახლობლების საჩივრების/ წინადადებების განხილვა-რეაგირების უზრუნველყოფა;
** უმაღლესი სასწავლებლის -სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების სასწავლო პრაქტიკის ხელმძღვანელობა;
** პირველად პაციენტებთან ბინაზე ვიზიტი სამედიცინო ფორმა №IV-100/ა-ს საფუძველზე ამბულატორიული ფსიქიატრიულ სერვისის შეთავაზების მიზნით;
** საჭიროებისას, შემოსული კორესპონდენციაზე რეაგირებაში ჩართულობა;
** ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია დაწესებულების გენერალური დირექტორის, დირექტორის მოადგილეების წინაშე.

2. ფინანსური ანგარიშგებისა და პროგრამათა მართვის სამსახურის უფროსი

უფლება მოვალეობა:

** აწარმოოს ფულადი საშუალებების, მოთხოვნების, წინასწარ გაწეული ხარჯების, ძირითადი და არამატერიალური აქტივების, მომწოდებლებთან წარმოქმნილი ვალდებულებების, საგადასახადო ვალდებულებების, კაპიტალის, საერთო და ადმინისტრაციული ხარჯების, არასამეწარმეო შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის მიმდინარეობის კონტროლი.
** მიმდინარე და წლიური დეკლარაციების შევსება-ჩაბარება, წლიური და კვარტალური ფინანსური ანგარიშგების შევსება-წარდგენა, სხვა ფინანსური საკითხების ზოგადი ხელმძღვანელობა.
** აწარმოოს ნედლეულის, სხვა სასაქონლო მატერიალური მარაგების, სასაწყობო მეურნეობის კონტროლი, გადასახდელი ხელფასების, მომსახურებიდან წარმოქმნილი ვალდებულებების აღრიცხვის კონტროლი.
** საზოგადოების დირექციასთან (იურისტთან) შეთანხმებით სასამართლოს გადაწვეტილებების მსვლელობის კონტროლი.
** სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების და დირექციისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების მსვლელობის კონტროლი და შესაბამისი გადაწყვეტილებების ასახვა ბუღალტერიაში.
** საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების მიზნებისათვის შეადგინოს და გააკონტროლოს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია-ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, პასუხისმგებელი (მთავარი ბუღალტერი)
** დღგ-ს დეკლარაცია (გადასახადის არ ქონის შემთხვევაში დასაბეგრი ბაზის ოდენობის კონტროლი) - ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, პასუხისმგებელი (მთავარი ბუღალტერი)
** მოგების გადასახადის დეკლარაცია - ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე, პასუხისმგებელი (მთავარი ბუღალტერი)
** ქონების გადასახადის დეკლარაცია - ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე, პასუხისმგებელი (მთავარი ბუღალტერი)
** დამფუძნებლის - სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის" ფინანსური ანგარიშგებების მომზადება კვარტალურად (ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, ფულადი ნაკადების მოძრაობის უწყისი (პირდაპირი და არაპირდაპირი), პასუხისმგებელი (მთავარი ბუღალტერი)
** დამფუძნებლის - სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის" წლიური აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება, პასუხისმგებელი (მთავარი ბუღალტერი)
** დამფუძნებლის - სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის" წინა საპროგნოზო ბიზნეს-გეგმის პროექტის და საჭიროების შემთხვევაში დაზუსტებული ბიზნეს-გეგმის მომზადება, პასუხისმგებელი (მთავარი ბუღალტერი)
** სტატისტიკის ფორმები - კვარტალურად, პასუხისმგებელი (მთავარი ბუღალტერი)

3. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის მოლარე

უფლება მოვალეობა:

** თანხის მიღება სალაროში ხორციელდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, უცხოურ ვალუტაში ნაღდი ფულის მიღება აკრძალულია.
** თანხის სალაროში მიღებისას იქმნება სალაროს შემოსავლის ორდერი და საკონტროლო სალარო აპარატით ამოღებული ჩეკი.
** სალაროს შემოსავლის ორდერს გამოწერს და ხელს აწერს მოლარე.
** მოლარე თანხას ღებულობს შემომტანისგან სალაროში, ხელს აწერს და ბეჭდით ადასტურებს თანხის მიღებას, შემოსავლის ორდერის ნახევარ პირს აძლევს თანხის შემომტანს და ბუღალტრულ გატარებას თანხის მიღებაზე ახორციელებს პროგრამულად.
** მოლარე თანხის ბანკში შეტანამდე იღებს ზეტ ანგარიშს და სალაროში შემოსული თანხა მის შესაბამისად შეაქვს კომპანიის საბანკო ანგარიშზე.
** მოლარე ყოველდღე სალარო აპარატის დღეების ზეტ ანგარიშების ამონაწერს ადარებს პროგრამის დღიურ ჩანაწერებს.
** სალაროდან თანხის გაცემა ხორციელდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.
** სალაროდან თანხის გაცემისას გამოიწერება სალაროს გასავლის ორდერი.
** სალაროს გასავლის ორდერი აუცილებლად უნდა იყოს დანომრილი.
** სალაროს გასავლის ორდერს გამოწერს, ხელს აწერს, ატარებს ბუღალტრულ პროგრამაში და ახდენს ანგარიშსწორებას მოლარე.

4. სოც-მუშაკი

შესასრულებელი სამუშაოები:

** კანონმდებლობით დადგენილი წესით აუცილებელი და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება პროგრამაში ჩართვისთვის, ელექტრონულ სისტემაში მუშაობა, კომპიუტერულ პროგრამაში პაციენტების ერთიანი მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის შეტანა;
** ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩასართავ პაციენტებთან გასაუბრება და სოციალური მდგომარეობის შეფასება, დოკუმენტირება;
** პაციენტის სოციალური მხარდაჭერა, სარეაბილიტაციო, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და დასაქმების პროგრამებში მონაწილეობის მხარდაჭერა, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის პაციენტებისთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამების მოძიება და ინფორმაციული მხარდაჭერა;
** პაციენტის სოციალური მდგომარეობის შესახებ ექიმის და ფსიქოლოგის ინფორმირება, დოკუმენტაციაში შესაბამისი ჩანაწერის წარმოება. პაციენტის მიგრაციისას საჭირო პროცედურებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
** საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ოჯახის წევრების ინფორმირება პაციენტის სოციალური საჭიროებების საკითხებთან დაკავშირებით;
** ტრენინგებში, სწავლებებში, სამუშაოს გაუმჯობესებისთვის, სიახლეების დანერგვისთვის საჭირო აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;  შინაგანაწესის, შრომის დისციპლინის, დამტკიცებული ინსტრუქციების, კანონით დადგენილი ნორმების განუხრელი დაცვა;
** მუშაობისას უსაფრთხოების სტანდარტებისა და წესების დაცვა;
** განყოფილების უფროსის მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, უნდა ფლობდეს სოციალური მუშაკის სერტიფიკატს
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

შპს"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" საკონტაქტო მეილი: hr@mhpa.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე