Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=673000&print=yes&view=jobs
 
სოციალური მედიის მენეჯერი - TKT.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი - TKT.ge
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრული ეკოსისტემის მარკეტინგის გუნდს TKT.ge-ის სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული, 10:00-19:00
დასაქმების ხანგრძლივობა: 6 თვე

შენი როლი:

** TKT.ge-ის სოც. მედია არხების (Facebook, Instagram, TikTok და სხვა) მართვა და განვითარება;
** სოციალურ ქსელებში კონტენტ სტრატეგიის შექმნა და შესრულება;
** სოციალური მედიის კამპანიების დაგეგმვა, შესრულება და მონიტორინგი;
** ვიზუალური კონტენტის შექმნისა და განახლების კოორდინაცია;
** სააგენტოებთან და შემქმნელებთან თანამშრომლობა საჭიროების მიხედვით;
** სოციალური მედიის ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

** ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, კომუნიკაციებში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში;
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება სოც. მედია მართვაში;
** გამოცდილება ციფრული კამპანიების დაგეგმვა-განხორციელებაში;
** გამოცდილება სააგენტოებთან თანამშრომლობაში;
** კრეატიული ხედვა და კომუნიკაციური ძლიერი უნარები.

თინეთში დაგხვდება:

** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორაციული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ:

** გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tnet.ge
** შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ.

** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია