დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ფიტნეს დარბაზი რეფორმა
|
გამოქვეყნდა: 08 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 08 ნოემბერი
|
სპორტული დარბაზების ქსელი - "რეფორმა" ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, სპინინგი, პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურებით და თქვენზე მორგებული პაკეტებით/აბონემენტებით.
ჩვენი მიზანია - ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება.
სპორტდარბაზების ქსელი "რეფორმა" ეძებს ანალიტიკური აზროვნებისა და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, რომელიც შემოუერთდება მოტივირებულ და ენერგიულ გუნდს საუკეთესო შედეგების მიღწევის პროცესში.
შენი, როგორც შესყიდვების სპეციალისტის როლი იქნება უზრუნველყო სპორტდარბაზების ქსელის გამართული მუშაობისთვის საჭირო ინვენტარის, ტექნიკური მოწყობილობების, მომსახურებებისა და სხვა რესურსის დროული და ეფექტური შესყიდვა, მათ შორის საერთაშორისო მოწოდებების განხორციელება და საბაჟო პროცედურების ორგანიზებაში ჩართულობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარ მეფის გამზირი # 6
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული
ფუნქცია-მოვალეობები:
** სპორტდარბაზების ქსელის ყოველდღიური მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი შესყიდვების დაგეგმვა;
** ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და საუკეთესო პირობების შეთანხმება (ფასი, ვადები, ხარისხი);
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (შეკვეთები, კონტრაქტები, ინვოისები) მომზადება და მოწესრიგება;
** იმპორტირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციის პროცესის კოორდინაცია (მათ შორის დოკუმენტაციის მომზადება, დეკლარაციის გაფორმება, სააგენტოებთან და საბაჟოსთან კომუნიკაცია);
** საბაჟო ბროკერებთან და ლოჯისტიკურ კომპანიებთან თანამშრომლობა და ტვირთების დროული განბაჟების უზრუნველყოფა;
** შესყიდვების პროცესის ოპტიმიზაცია და ხარჯების შემცირების ინიციატივების შემუშავება;
** მარაგების დონის მონიტორინგი და მომწოდებლებთან შეკვეთების დროული განთავსება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული რეპორტინგი ფინანსური და მენეჯმენტ გუნდებისთვის.
** შიდა გუნდებთან (ფილიალის მენეჯერები, მარკეტინგი, ფინანსები) აქტიური თანამშრომლობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, ლოჯისტიკა ან ეკონომიკა)
** სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით მინ. 1 წელი
** უცხო ენა: ინგლისური B2 დონე
** სამუშაო პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარები:
** მაღალი ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი;
** ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** მეგობრულ გუნდს;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** ყოველთვიურ ფიტნეს აბონემენტს.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@reforma.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. ამავე ვადაში, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა მსგავს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@reforma.com.ge
|
|
|
|