დასახელება:
MEP სერვისების ჯგუფის უფროსი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 27 ოქტომბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
არქიში ვეძებთ MEP სერვისების ჯგუფის უფროსს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** MEP სერვისების ჯგუფის შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და მართვა;
** გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის (HVAC) სისტემების რეგულარული შემოწმება, პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** ელექტროსისტემების (გაყვანილობა, განათება, გამანაწილებელი ფარები) პერიოდული შემოწმება და საჭირო სამუშაოების დაგეგმვა;
** სახანძრო უსაფრთხოების სისტემების (ავტომატური ხანძარქრობა, სატუმბი სადგურები, სახანძრო ვენტილაცია, სახანძრო სიგნალიზაცია, სანიაღვრე ტუმბოები) პერიოდული შემოწმება და საჭირო სამუშაოების დაგეგმვა;
** სანტექნიკური სისტემების (სიხშირული წყალმომარაგების ტუმბოები, საფართოებელი ავზები, კანალიზაცია, სანიტარული ვენტილატორები) სისტემატიური კონტროლი მათი გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად;
** ტექნიკური ინვენტარისა და სათადარიგო ნაწილების მარაგების კონტროლი და შევსება;
** ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრის პროცესში გარე კონტრაქტორებთან ეფექტური კოორდინაცია და კომუნიკაცია;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური ტექნიკური ანგარიშების მომზადება და წარდგენა, მათ შორის შესრულებული სამუშაოების სტატისტიკა, პრობლემური საკითხები და შესაბამისი რეკომენდაციები.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;
** აუცილებელია საინჟინრო სისტემების პროექტირების გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა;
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|