Робота для біженців з України
პრეპარატების რეგისტრაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრეპარატების რეგისტრაციის მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-რაციონალი
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
ფარმაცევტული საწარმო შპს "ავერსი რაციონალი", რომელიც მოწყობილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების GMP EU-სა და ISO 9001-ის მოთხოვნების შესაბამისად და მუდმივად ისწრაფვის გაუმჯობესებისკენ და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ, იწვევს გუნდში სათანამშრომლოდ:

პრეპარატების რეგისტრაციის მენეჯერს

რომელსაც შეუძლია:

** პრეპარატების სარეგისტრაციო ფაილების მომზადება.
** სარეგისტრაციო დოსიეს და წამლის ინსტრუქციის შედგენა, ცვლილების განხორციელება არსებული საკანონმდებლო წესის შესაბამისად.
** წამლის რეგისტრაციისთვის საჭირო მეცნიერულ-ტექნიკური დოკუმენტაციის თარგმნა ინგლისურად, რუსულად ან/და ქართულად.

აუცილებელი კვალიფიკაცია:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (ექიმი, ფარმაცევტი)
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) სრულყოფილი ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას
** სატრანსპორტო მომსახურებას

პირობები:

** ხუთდღიანი სამუშაო კვირა: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
** სრული სამუშაო განაკვეთი: 09:00 სთ.დან 18:00 სთ.მდე
** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე

სახელფასო ბიუჯეტი განისაზღვრება კადრის კვალიფიცირების მიხედვით + გეგმის შესრულებისას დამატებით გაიცემა ბონუსი.

მის: ლილო, დ. კობახიძის 33ა, ყოფ. ჭირნახულის ქ. # 14

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV აღნიშნულ ბმულზე: https://aversi.bo.ge/recruit/form/8683bd934d76e58f9e52bdfba1211e79

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: https://www.rational.ge/

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე