Робота для біженців з України
სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: კალო
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
საქართველოში #1 ციფრული აგრო-პლატფორმა "კალო" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გამავალი ზარების განხორციელება კომპანიის პროდუქტების გაყიდვის მიზნით;
** FB ჩატში კომუნიკაცია;
** მომხმარებლის ინფორმირება ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** მომხმარებლის სატელეფონო კეთილგანწყობილი კომუნიკაცია კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საშუალო დონეზე;
** სასურველია კლიენტთა მომსახურების პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სისხარტე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;

სამუშაო პირობები:

** დისტანციური სამუშაო;
** სამუშაო დრო: შაბათი-კვირა - საათები შეთანხმების მიხედვით;
** კვირის დღეები - საღამოს საათები შეთანხმების მიხედვით;
** ანაზღაურება: საშუალოდ 1000 ლარი (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან)

რა დაგხვდება ჩვენთან:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ახალგაზრდა, მოტივირებული, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი და ეფექტიანი მუშაობისთვის კომფორტული გარემო.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: jobs@kalo.ge. Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე