დასახელება:
დასუფთავების სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ესკიზი
|
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
|
"Esquisse Telavi" - მდებარეობს თელავის გულში, კახეთის ისტორიული და კულტურული ცენტრის შუაგულში. სასტუმრო გთავაზობთ კომფორტისა და ქართული სტუმართმოყვარეობის იდეალურ შერწყმას.
სასტუმროს აქვს 57 უნიკალური ნომერი, თითოეული განსხვავებული კულტურული თემატიკით, რაც თითოეულ სტუმარს განსხვავებულ და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.
"Esquisse Telavi" გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და დეტალებზე ზრუნვით — ის წარმოადგენს ქართული ოსტატობისა და თბილი მასპინძლობის ნამდვილ ნიმუშს.
"Esquisse Telavi" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თელავი, კურდღელაურის 19.
ძირითადი მოვალეობები:
** დიასახლისების ყოველდღიური სამუშაოს განაწილება;
** დასუფთავებული ოთახების შემოწმება;
** დასუფთავების სტანდარტების მიცემა და შესრულების მონიტორინგი;
** ახალ თანამშრომელთა შესწავლა და მომზადება;
** ოთახში შესვლის და მოსახურების სტანდარტის დაცვა;
** ზედამხედველის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
** დაკარგული ნივთების სათანადოდ აღწერა და ინფორმირება;
სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
კომპანია გთავაზობთ:
** 9 საათიან სამუშაო განაკვეთს ცვლებში - კვირაში სამუშაო 5 დღე, 09:00-დან 18:00-მდე.
** ანაზღაურება 1200 ლარი (NET)
** კვებით უზრუნველყოფა.
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას 50 %)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: salomeshakaia@esquisse-hotel.com. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 551881118.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს,
მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|