Робота для біженців з України
ესთეტიკური მიმართულების რეგიონული გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ესთეტიკური მიმართულების რეგიონული გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: BTL
გამოქვეყნდა: 07 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
საერთაშორისო სამედიცინო კომპანია "BTL"-ი, რომელიც 32 წელია აწარმოებს და ავითარებს სამედიცინო და ესთეტიკურ აპარატებს, აცხადებს ვაკანსიას ესთეტიკური მიმართულების რეგიონული გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ესთეტიკური მიმართულების გაყიდვების სტიმულაციისთვის მიზანდასახულ, მოტივირებულ რეგიონულ გაყიდვების წარმომადგენელს. კანდიდატის მოვალეობა იქნება: მოიზიდოს ახალი მომხმარებლები, დაამყაროს მათთან კარგი კონტაქტი და მაღალ დონეზე წარადგინოს ჩვენი ინოვაციური ტექნოლოგიები.

წარმომადგენლის ძირითადი მოვალეობები:

** ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით იძიოს გაყიდვის ახალი შესაძლებლობები.
** ესთეტიკური მედიცინის ექიმებს და კოსმეტოლოგებს წარუდგინოს და დანერგოს ესთეტიკური მედიცინის ინოვაციური ტექნოლოგიები.
** დაამყაროს ახლო-საქმიანი ურთიერთობები კლიენტებთან და გააფართოოს მომხმარებლებთა სია.
** კლიენტებისთვის ჩაატაროს დანადგარების პრეზენტაცია და დემონსტრაცია.
** თვეში მოიზიდოს მინიმუმ 10 პოტენციური მყიდველი.
** თვალი ადევნოს კონკურენტების აქტივობებს ადგილობრივ ბაზარზე.
** იმუშაოს CRM სისტემაში და კლიენტების მონაცემების ბაზასთან.
** გამოიყენოს SMM შესაძლებლობები ახალი მომხმარებლების მოზიდვისთვის.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრირებაში, გაყიდვების მიმართულებით.
** სამედიცინო ან ბილოლოგიური განათლების მქონე პირებს მიენიჭება უპირატესობა.
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება - 1 წელზე მეტი.
** მოლაპარაკებების წარმოება, კლიენტებთან კომუნიკაციის და პრეზენტირების უნარი - უმაღლეს დონეზე.
** ბაზრის ანალიზი და ეფექტური სტრატეგიების შექმნა - მაღალ დონეზე.
** მზაობა მოკლე და გრძელ ვადიან მივლინებებში გამგზავრება და ადგილობრივ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა.
** Microsoft Office-ის, Google Sheet-ის და CRM სისტემების ცოდნა.
** ქართული ენის ცოდნა - თავისუფლად, ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა - სავალდებულოა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო დრო 9:00-18:00 (1 საათი შესვენება)
** შვებულების ხანგრძლივობა - 24 სამუშაო დღე
** ანაზღაურება - შეთანხმებით

საკონტაქტო ელფოსტა: believig@btlnet.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე